მარტვილში ბავშვთა დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს

  • ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის № 1 საბავშვო ბაღში ღონისძიება გაიმართა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალი საბავშვო ბაღების აღსაზრდელები. პატარები მაყურებლის წინაშე სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგნენ.

ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის თანამშრომლები და აღსაზრდელების მშობლები ესწრებოდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *