მარტვილში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სოფელ ნოღის საბავშვო ბაღმა პირველი აღსაზრდელები მიიღო.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის მშენებლობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობა, რომელიც 30 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობაში მოეწყო საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

ახალ საბავშვო ბაღში, სააღმზრდელო ჯგუფები, საბავშვო გასახდელები და საძინებლები საჭირო ინვენტარით და ავეჯით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრმა აღჭურვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *