მარტვილის მუნიციპალიტეტში სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქალაქ მარტვილში № 2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე მოეწყობა გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, სპორტული მოედანი, ღობე. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „საბა კონსტრაქშენ”-ი ასრულებს.

მარტვილის მუნიციპალიტეტში № 2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის № 2 საჯარო სკოლაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ დაათვალიერა.