მარტვილის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილე გივი ელიავასთან ერთად საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

აღინიშნა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს სიახლეებით ხვდებიან.

ინტენსიურად მიმდინარეობს საგანანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განახლება. დიდი ჭყონის და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბაღების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.