დღეს ჭყონდიდობაა

  • დავით აღმაშენებლის აღმზრდელის და მწიგნობართუხუცესის ხსენების რელიგიური და საერო დღესასწაული განსაკუთრებულად მარტვილში აღინიშნება.

დილიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეამკეს გიორგი ჭყონდიდელი ძეგლი. მთელი დღის განმავლობაში, განახლებული რეგიონების ფარგლებში, რეაბილიტირებულ თავისუფლების ქუჩაზე, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები იმართება.

გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები. ადგილობრივებს და სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში საშულება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მეგრული კულინარიის მასტერკლასებში.

მარტვილში ჭყონდიდობის დღესასწაული აღნიშვნა საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვით დაიწყო. ღონისძიება საღამოს გელა გნოლიძის ღამის შოუს კონცერტით დასრულდება.

ჭყონდიდობის დღესასწაულს მარტვილთან დამეგობრებული ქალაქების უცხოური დელეგაციები ეწრებია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *