დასუფთავების მსოფლიო დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

  • პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, დასუფთავების აქციაში საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები ჩაერთვნენ. აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. შეგროვილი ნარჩენი მარტვილის კეთილმოწყობის სამსახურმა ნაგავსაყრელზე გაიტანა.

დასუფთავების საერთაშორისო დღე და მისი აღნიშვნა მიზნად ისახავს მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას.

საერთაშორისო კამპანია 1993 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და მასში 133 ქვეყანაა ჩართული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *