მარტვილში ტურისტული ცენტრი აშენდება

  • მარტვილში ტურისტული ცენტრი აშენდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება სრულიად ახალი, თანამედროვე შენობა, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება. ტურისტული ცენტრი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მარტვილში ტურიზმის პოტენციალის ზრდას, ვიზიტორთა სწორ ინფორმირებულობას, მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და ადგილობრივი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას.

სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.