მერია – ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის მასშტაბური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში, ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის მასშტაბური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე განხორციელდა დაზიანებული საფარის დემონტაჟი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის საფარის პირველი ფენის დაგება და ეზოებში შესასვლელების მოწესრიგება.

არსებული გზა წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისას, დაქსელვითი სამუშაოების დროს, მიწისქვეშა სამუშაოების განხორციელებისას დაზიანდა.