- მარტვილის მუნიციპალიტეტი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს.
1 ივნისს, პატარების გამორჩეული დღესასწაულის აღსანიშნავად, მარტვილში მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები იგეგმება.
10:00-დან 18:00-საათამდე პატარები უფასო საბავშვო ატრაქციონებით ისარგებლებენ, 12:00-დან 17:00-საათამდე ჩატარდება გასართობი პროგრამა ანიმატორების მონაწილეობით.
ამასთანავე, მთელი დღის განმავლობაში თავისუფლების ქუჩაზე იფუნქციონირებს „საბავშვო სოფელი“, სადაც პატარებს სხვადასხვა აქტივობები დახვდებათ.

