26 მაისი მარტვილში

  • 26 მაისის აღსანიშნავად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება მიმდინარეობს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ელდარ თოდუამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს.

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარის ეზოში ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ცენტრალურ მოედანზე გამოფენილია თავდაცვის ძალების შეიარაღების ტექნიკა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 14:30 საათი გაიმართება კულტურის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს მარტვილში შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დაასრულებს მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ბენდის კონცერტი.