მარტვილში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. სტიქიამ ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა საუბნო გზებს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობა.

მუშაობს მუნიციპალური ტექნიკა.

ადგილზე მუშაობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის დამდგენი კომისია.

მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი – 505 55 97 75