მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, 500 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი–წყალტუბოს“ მეორე სეგმენტის მშენებლობის პროექტი განიხილეს. საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინიციატივით გაიმართა.
შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუა, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს 500 კილოვატიან ელექტროგადამცემ ხაზ „იმერეთის“ მდგომარეობაზე. მისი ტექნიკური გაუარესების გამო, მაღალია ავარიული გათიშვის რისკი, რაც სისტემურ გამოწვევებს ქმნის.
პროექტი ითვალისწინებს დამატებითი, პარალელური ხაზის მშენებლობას, რაც გააუმჯობესებს ენერგოსისტემის საიმედოობას. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოციალურ და გარემოზე ზემოქმედების საკითხებს. შერჩეული მარშრუტი მაქსიმალურად მიჰყვება არსებულ დერეფანს, რაც ამცირებს ზემოქმედებას როგორც ბუნებაზე, ისე მოსახლეობაზე.

