- მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა “სხივის” სააქტო დარბაზში, ლიტერატურული კონკურს – ფესტივალი “ქუჯის” ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით გაიმართა მოსწავლეთა რეგიონალური შემოქმედებითი კონკურსი “ახალი სამყარო”.
ჟიურის წევრები იყვნენ: ვასილ ბესელია (თავმჯდომარე), ლაშა გვასალია, ჭაბუკი ქოიავა, ნანა კვაშილავა, ილია ერქვანია, მილდა ჩაგანავა, რონა ბებუტეიშვილი.
“ქუჯი 2025” -ის გამარჯვებულები გახდნენ:
პირველი ადგილი — ნატა გაბუნია, ქ.მარტვილი, ბანძის საჯარო სკოლა;
მეორე ადგილი — ნია ბენდელიანი, ქ. ზუგდიდი, N9 საჯარო სკოლა;
მესამე ადგილი — ანანო მიგინეიშვილი, ქ. აბაშა, N2 საჯარო სკოლა;
ჟიურის რჩეული — ანანო ნოდია, ქ. აბაშა, ტყვირის საჯარო სკოლა.
გამოვლინდნენ საუკეთესო ფინალისტები:
თათული ოთხოზორია, ქ. აბაშა, ტყვირის საჯარო სკოლა;
ნია დიდიშვილი, ქ. მარტვილი, კერძო სკოლა “სხივი”;
ანა ჭანტურია, ქ. აბაშა, N2 საჯარო სკოლა;
მარიამ ხურცილავა, ქ. მარტვილი, ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლა;
თინათინ მიგინეიშვილი, ქ. აბაშა, ტყვირის საჯარო სკოლა;
ნინო მესხია, ქ. ზუგდიდი, ოდიშის N1 საჯარო სკოლა;
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, სუვენირებითა და ფულადი პრემიებით.
საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება “ქუჯის” ყოველწლიურ ალმანახში, რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში და გაშუქდება ტელევიზიით.
აქვე ვთქვათ, რომ მოსწავლეთა დახელოვნებისა და მხატვრული აზროვნების, უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში საზეიმოდ გაიხსნა “ქუჯის” აკადემია – მუზეუმი, სადაც ახალგაზრდებს მასტერკლასები ჩაუტარდებათ.
კონკურსის პარალელურად, “ქუჯის” ორგანიზებით დოკუმენტური ფილმების სერიის “აფხაზეთი მე ვარ” მე-7 ნაწილის ჩვენება შედგა, რომელმაც დიდი ინტერესი და ემოცია გამოიწვია.
ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთიდან ომის გამო იძულებით გადაადგილებულ ადამიანებზე, რომლებმაც უმძიმესი ტრაგედიისა და ტკივილის მიუხედავად, განაგრძეს ცხოვრება, ყველაფერი თავიდან დაიწყეს და წარმატებული ადამიანები გახდნენ. ფილმის ყველა გმირს, მძიმე მოგონებების გარდა, ისიც აერთიანებთ, რომ ისინი დარწმუნებულები არიან, აუცილებლად დაბრუნდებიან აფხაზეთში და ეს დაბრუნება იქნება მშვიდობიანი.
პროექტის ორგანიზატორთა თქმით, ფილმიც და პროექტიც მიზნად ისახავს ახალი თაობებისთვის ისტორიის გაცნობას, გმირთა ისტორიების გაცოცხლებას და იმ ადამიანების ხსოვნის უკვდავყოფას, ვინც სამშობლოსა და მშვიდობისთვის იბრძოლეს.
პროექტის და ფილმების “აფხაზეთი მე ვარ” იდეის ავტორი და პროდუსერი იყო აწგანსვენებული შორენა ჯავაშვილი, გადაიღო გია კაიშაურმა.
ორგანიზაცია “მშვიდობის ელჩები ქვეყნის მომავლისთვის” ნათია ფეიქრიშვილისა და მაკა ცაბუტაშვილის ხელმძღვანელობით, აგრძელებენ ამ გზას, მშვიდობიანი პოლიტიკისა და სწორი მესიჯების მიტანას მომავალ თაობასთან.
პროექტში ჩართულები არიანი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლობა ლუკა ხეცურიანისა და გიორგი გორდაძის თაოსნობით.
ღონისძიების ფარგლებში, საპატიო მშვიდობის ელჩის სიგელი გადაეცა “ქუჯის” თანადამფუძნებელ ბესიკ გვაზავას. მადლობის სიგელი კი, ორგანიზაცია “ქუჯის” გუნდს, განხორციელებული სამშვიდობო კულტურული პროექტებისთვის.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ბირკაია, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა უფროსი მურმან წოწორია, მოსწავლე-ახალგაზრდობა, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი საზოგადოება.
ინფორმაციას “ქუჯი” ავრცელებს

