- მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული „თოჯინების თეატრი“ მაყურებელის წინაშე მეხუთე თოჯინური სპექტაკლით „ოქროს წიწილა“ წარსდგა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპექტაკლის პრემიერას მარტვილელ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მარტვილის მერმა თორნიკე ჯანაშიამ თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
თოჯინების თეატრი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 2022 წელს დაარსდა. სპექტაკლის რეჟისორი – ლევან გაბრიჭიძეა.