26 მაისი მარტვილში

  • დამოუკიდებლობის დღე, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები ქალაქის ცენტრში, სპორტულ მოედნებზე და ქუჩებში. მოეწყო ადგილობრივი გასტრონომიული ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე გაიმართა მოზარდ სპორტსმენთა ფესტივალი, რომელშიც მონაწილე ბავშვები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

ქალაქის ცენტში, მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.

დღის განმავლობაში გამართული ღონისძიებები, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, საზეიმო კონცერტით დასრულდა.