ვედიდკარში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. ასევე ეწყობა გაბიონის საყრდენი კედელი, ცხაურები, რკინა ბეტონის არხები, ლითონის მილები.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 2 067 789 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მეკა“ ასრულებს.

ვედიდკარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.