ჭყონდიდის ეპარქია მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს

  • მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ინფორმაციით, მიტროპოლიტი სტეფანე თავს კარგად გრძნობს და მისი მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება.

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უამრავი ზარი თუ შეტყობინება შემოდის – ინტერესდებიან მეუფის მდგომარეობით და უსურვებენ მალე გამოჯანმრთელებას. სამწუხაროდ, მათი სიმრავლის გამო ვერ ვახერხებთ ყველასთვის პასუხის გაცემას, რის გამოც დიდ ბოდიშს ვიხდით.

მეუფე თავს კარგად გრძობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექვემდებარება მკურნალობას და ვიმედოვნებთ, სულ მალე დაუბრუნდება მსახურებას. მეუფის სახელით მადლობას გიხდით ყველას ყურადღებისა და კეთილი სურვილებისთვის. გილოცავთ შობა-ახალ წელს, მრავალს დაესწარით.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *