წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

  • პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

პროგრამის ფარგლებში სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი მარტვილის მუნიციპალიტეტის 36 მოსწავლეს გადაეცა.

ასევე დაჯილდოვდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტში ესსეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები.

გამარჯვებული მოსწავლეები დიპლომებით, ხოლო მონაწილეები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

საჩუქრები მოსწავლეებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან სურმავასთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან პაშა გულორდავასთან ერთად გადასცა.