“ჩემი სოფელი ჩემი სიამაყეა”

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, კონფერენცია, “ჩემი სოფელი ჩემი სიამაყეა” ჩატარდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები. სკოლის მოსწავლეებმა საინტერესოდ და მრავალფეროვნად წარმოადგინეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მარტვილის ღირსშესანიშნაობები, მონუმენტები, ბიუსტები და ტურისტულად მიმზიდველი ადგილები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა.

პროექტში მონაწილე მოსწავლეები, მათი ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორები სიგელებით დაჯილდოვდნენ.