“ღვინის დღეები” მარტვილში

  • 7-15 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, იმართება ყოველწლიური ღვინის ფესტივალი„ღვინის დღეები“.

12 ოქტომბერს “ღვინის დღეებს” მარტვილი მასპინძლობს. ღონისძიება გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

იხილეთ “ღვინის დღეების” პროგრამა:

• 17:00–21:00 ადგილობრივი ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა.

• 17:00–21:00 ყველისა და თაფლის დეგუსტაცია, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

• 17:00–21:00 კვების სივრვცე: ქართული კერძები.

• 17:00–21:00 საგამოფენო სივრცე „ქართული ღვინო“.

• 17:00–19:00 ქართული თიხის ძერწვა, მეთუნეობა (თიხის ამოყვანა).

• 17:00–19:00 ქსოვილზე ქართული ორნამენტების ბეჭდვა.

• 17:00–19:00 შემეცნებითი აქტივობები ბავშვებისთვის.

• 17:00–19:00 გიგანტი მარიონეტი „მაღალი აბელას“ და მუსიკალური ორკესტრის მსვლელობა.

• 17:00–18:00 ქალაქური სიმღერები – მუსიკალური ტრიო.

• 18:00–19:00 საფორტეპიანო შესრულება – ქართული მელოდები.

• 19:00–21:00 კონცერტი: ნატო გელაშვილი და ძმები ჭოხონელიძეები, მირზა მოდებაძე, ზუკა ხუციშვილის ბენდი.