უტა ბაჩილავა გრან-პრით და ვალერიან შიუკაშვილის პრემიით დაჯილდოვდა

  • სენაკის მე – 10 საიუბილეო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, მარტვილის სამუსიკო სკოლის IV – კლასის მოსწავლე, უტა ბაჩილავა გრან-პრით და ვალერიან შიუკაშვილის პრემიით დაჯილდოვდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, უტა ბაჩილავას მერიაში უმასპინძლა, მიღწეული წარმატებები მიულოცა, სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და წარმატებები უსურვა.