სეს: მარტვილში დაფიქსირდა მიუსაფარი ძაღლის მიერ ადამიანების დაკბენის ფაქტი

  • 24 აპრილს მარტვილში დაფიქსირდა მიუსაფარი ძაღლის მიერ ადამიანების დაკბენის ფაქტი.

უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა მყისიერად დაიწყეს შესაბამისი ღონისძიებები. ძაღლი, მეთვალყურეობის მიზნით, გადაიყვანეს ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში. ცხოველი მოკვდა.

“ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება. სააგენტოს ვეტერინარები დღეიდან უკვე ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და თვითმმართველობასთან კოორდინაციით საკარანტინო შეზღუდვების დაწესებას.”-აღნიშნულია სურსათის ეროვნული საგენტოს ინფორმაციაში.