საკონსულტაციო შეხვედრები 23 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით გაიმართება

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა გაჭედილის, ლეხაინდრაოს და ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.

შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ალექსანდრე ხურცილავა და აკაკი ხუნწელია, მაჟორიტარის ბიუროს თანამშომელი ვლადიმერ ელიავა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და მერიის შესაბამისის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა. ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სპორტული მოედნების, ხიდ-ბოგირების და გარე განათების მოწყობა დაასახელეს. საკონსულტაციო შეხვედრები 23 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით გაიმართება.