რეგიონში 27 სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, 20 ბაღი დაიხურა

რეგიონის მასშტაბით სულ დისტანციურ სწავლებაზეა 27 სკოლა და სხვადასხვა სკოლებში 26 კლასია დისტანციურზე.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, რეგიონის მასშტაბით, 20 საბავშვო ბაღია დახურული.