ნიკა ბაღიშვილის წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

  • 4-7 მაისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი კიკბოქსინგში k-1 წესებით, სადაც მონაწილეობას ღებულობდა მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს გუნდის მოსწავლე ნიკა ბაღიშვილი (მწვრთნელი დათა წულაია).

ნიკა ბაღიშვილმა სამ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და სამივე გამარჯვებით დაამთავრა. ტურნირის ბოლოს ნიკა ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად დასახელდა და მას სპეციალური თასი გადაეცა კიკბოქსინგის k-1 ფედერაციისგან.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ ევროპის ჩემპიონ ნიკა ბაღიშვილს უმასპინძლა. მერმა ნიკას გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა. სიმბოლურ საჩუქრებთან ერთან ნიკას მერიიდან 1500 ლარი ჩაერიცხება.