ნაგვაზაოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. ასევე ეწყობა მონოლითური რკინა/ბეტონის საყრდენი კედლები, რკინა ბეტონის არხები, ლითონის მილები.

პროექტის ღირებულება 499 409 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს.