ნაგვაზაოს სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს ახალ სასწავლო გარემოში შეეძლებათ განათლების მიღება.

სკოლას, რომელიც ავარიული იყო სრული რეაბილიტაცია უტარდება. ეწყობა გარე და შიდა ინტერიერი, გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2 378 432 ლარს შეადგენს და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ინფორმაციისთვის: მარტვილის სკოლასთან ერთად ამ დროისთვის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონის 7 საჯარო სკოლაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *