მარტვილში წაჩხურუს ტაძარში მეუფე სტეფანეს განკვეთილი სასულიერო პირები შეძახილებით დახვდნენ

  • დღეს, მარტვილში, წაჩხურუს ტაძარში ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ წირვა აღავლინა.

მედიის ინფორმაციით, მეუფეს განკვეთილი ბერ-მონაზვნები შეძახილებით დახვდნენ. განკვეთილი სასულიერო პირები სალხინოს მონასტრიდან იძულებით გამოყვანის შემდეგ სწორედ აღნიშნულ მონასტერში იმყოფებიან.

წირვის დასრულების შემდეგ, მეუფემ ჟურნალისტებთან განაცხადა: “ახლა, რასაც ესენი აკეთებენ არის უბრალოდ საპროტესტო აქცია – კი, შეიძლება ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა. თუ მათ რამის გამოხატვა უნდა ლოცვით უნდა გამოხატონ, სიყვარულით გამოხატონ. მე არავის ვებრძვი, მე მინდა მათი სიკეთე, მე მინდა მათი ოჯახების სიკეთე, მინდა რომ ისინი ღვთის წინაშე ლოცვით დადგნენ და ლოცვა-კურთხევა მიეცეთ, რომ ნორმალურად იმსახურონ ეკლესიაში. არ მინდა მათი ცუდი და ღმერთმა და მთავარანგელოზებმა მისცენ მათ ეს მადლი, რომ ეს გააკეთონ”,- განცხადა მეუფე სტეფანემ.

მონასტრის ეზოში მობილიზებული იყო პოლიცია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *