გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...
მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა. "მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად ცოფი დაუდასტურდა (გამოცდის ოქმი #2465). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას; დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები - დაავადების კერაში გამოცხადდა კარანტინი; ჩატარდა დეზინფექცია,...
ერასტო მიქავას საზოგადოების დახმარება სჭირდება
მარტვილის „მერანის“ 21 წლის ფეხბურთელს, ერასტო მიქავას, ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. როგორც კლუბის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია დაავადების დასამარცხებლად აუცილებელია უცხოეთში მკურნალობა, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. "მეგობრებო არასასიამოვნო ამბავი გვაქვს.. ჩვენს ფეხბურთელს ერასტო მიქავას დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე.. ამ ვერაგი დაავადების დასამარცხებლად კი აუცილებელია მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენი გუნდი...



