გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ პირველ ბალდაში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ეწყობა ცემენტო ბეტონის საფარი 4 695 გრძივ მეტრზე. პროექტის ღირებულება 2 613 618 ლარს შეადგენს. ბალდაში გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

