მარტვილში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულიტვირთის შეგროვება მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჰუმანიტარულ აქციაში მერიასთან და საჯარო მოხელეებთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესსექტორი.

გარდა ამისა უკრაინელი ხალხის დასახმარებლადმერიის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა. აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ: მარტვილის მერია – 591007870.

პუნქტი გახსნილია შემდეგ მისამართზე: მარტვილი – კულტურის სახლი – მის: თავისუფლების ქ.N7. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *