მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

უწყების ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა 12 ერთეული სხვადასხვა სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი და ძელაკი).

“ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *