მარტვილში საახალწლო კონცერტი გაიმართა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში, ღია ცის ქვეშ, საახალწლო კონცერტი გაიმართა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მეტიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები.

მონაწილეებმა შეასრულეს, როგორც ქორეოგრაფიული, ასევე მუსიკალური ნომრები.

ღონისძიება ელექტრონული მუსიკით გრძელდება. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.