მარტვილში “ბერმუხა”-ს საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში, დიდი ჭყონის ბერმუხას სტადიონმა საფეხბურთო ფესტივალ „ბერმუხა“-ს ფინალს უმასპინძლა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს შორის საფეხბურთო გათამაშება გაიმართა, რომლის ფინალური თამაშები ტრადიციულად დიდი ჭყონის „ბერმუხა”-ს სტადიონზე მოეწყო.

საფეხბურთო ფესტივალის ფინალურ თამაშებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

გამარჯვებული გუნდები თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. ასევე დასახელდნენ ნომინაციაში გამარჯვებულები.