მარტვილში არკადი მარკოზია, მალხაზ ხურცილავა და ზაურ კალანდია გაიხსენეს

  • 1991 წლის 22 დეკემბერს, თბილისში სისხლიანი მოვლენების დროს ტრაგიკულად დაიღუპა სამი მარტვილელი – უზენაესი საბჭოს დეპუტატი არკადი მარკოზია, სამთავრობო დაცვის თანამშრომლები მალხაზ ხურცილავა და ზაურ კალანდია.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გარდაცვლილების საფლავები ყვავილებით შეამკეს.

31 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით დაიწყო ეგრეთ წოდებული „თბილისის ომი“, რომელმაც 15 დღე გასტანა და ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *