მარტვილის მუნიციპალიტეტში გზის ცემენტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ბალდაში, მამათა მონასტრიდან კაღუს ჩანჩქერამდე გზის ცემენტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ცემენტ-ბეტონის საფარით რეაბილიტირდება 1 216 მ გზა, ასევე გათვალისწინებულია მონოლითური რკ/ბეტონის საყრდენი კედლის, რკ/ბეტონის ღია არხის, ცხაურის და მოედნის მოწყობა (ავტოსადგომისთვის).

პროექტის ღირებულება 658 200 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს.

აღნიშნული გზა ავარიული იყო და გადაადგილების დროს პრობლემებს უქმნიდა, როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებს. პროექტის დასრულების შემდეგ გადაადგილება იქნება უსაფრთხო და კომფორტული.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

+8

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *