მარტვილის მუნიციპალიტეტში სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, 2023 წელს რეაბილიტირდა 6 საჯარო სკოლა. ამჟამად ზედა ხუნწში და ტალერში მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა.

ასევე, სრული რეაბილიტაცია უტარდება ლეცავეს, თამაკონის და № 2 საჯარო სკოლებს.