მარტვილის მერმა მოსახლეობას 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თორნიკე ჯანაშიამ მოსახლეობას განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა მუნიციპალურ პროგრამებზე ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულით, ასევე კულტურისა და სპორტის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე.

ანგარიშის მოსმენას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *