ინჩხურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

უწყების ცნობით, არარეგისტრირებული სახერხი საამქროები მოქალაქეებს, იმერეთსა და სამეგრელოში, საკარმიდამო ეზოებში ან სპეციალურად მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული.

1 სამართალდარღვევა გამოავლინეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში, მოქალაქეს, სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე ავტოფარეხში ჰქონდა განთავსებული.

“ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა”.-აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *