დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, მარტვილის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

  • 21 მარტის, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, მარტვილის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებს სახლში ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *