“დადიანების საბანაო”

საუბარია მარტვილის კანიონზე, სადაც განსაკუთრებული სილამაზის ერთ-ერთ ადგილს “დადიანების საბანაოს” ეძახიან.

ზოგადად, მარტვილის კანიონი, მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობაა. მკვლევარები ამბობენ, რომ კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ.
კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ ოდესღაც კარსტული მღვიმე ჩამოიშალა.

კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, სწორედ ეს ადგილია ცნობილი როგორც “დადიანების საბანაო”. დადიანების საბანაო ადგილებისკენ ჩასასვლელი ბილიკი, კირქვის დიდი კვადრებისგან აშენებულ კიბეს ჩაუყვება. მემატიანე წერს, რომ სწორედ ამ კიბით დადიოდნენ გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი.

 ინტერნეტწყაროები იმასაც წერენ, რომ “ყაჩაღები აქ მგზავრებს უსაფრდებოდნენ და თავს ესხმოდნენ. სწორედ ამიტომ, ადგილობრივებმა ამ ადგილს ოფუცხოლე ანუ სწრაფად გასარბენი ადგილი უწოდა. ეს სილამაზე, ბუნებრივია, სამეგრელოს მთავრებს – დადიანებს არ გამოჰპარვიათ; საბანაოდ და საქეიფოდ ისინი სწორედ იქ დადიოდნენ. ეკატერინე ჭავჭავაძეც, თურმე, იქ ბანაობდა და ამიტომ დადიანების საბანაო ადგილსაც უწოდებენ”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *