ვინ წერდა მარტვილის ოთხთავს

მარტვილის ოთხთავი, ანუ სახარება, როგორც წყაროები იუწყებიან,  XI საუკუნის ქართული ხელნაწერია. გადაწერილია მარტვილის მონასტერში 1050 წელს იოანე მესვეტისა და არსენ ეშისძის მიერ. დამკვეთია იოანე ფარჯანიანი. ტექსტი შესრულებულია ყავისფერი მელნით, სათაურები და მნიშვნელოვანი ადგილები კი სინგურითაა გამოყოფილი. ხელნაწერი გაფორმებულია ორნამენტული საზედაო ასოებით, აგრეთვე წმინდა მათესა და წმინდა მარკოზ მახარებლის მინიატიურებით. მახარებლები ფეხზე გდანან წიგნებით ხელში. აქ ქრისტესადმი მირთმევის თემაა...