- მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების ეზოები. სტიქიამ ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა საუბნო გზებს.
უწყების ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია და მერიის შესაბამისი სამსახურები სტიქიის პირველივე წუთებიდან საგანგებო რეჟიმში არიან ჩართულები და ადგილზე კოორდინირებულად მუშაობენ.
მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი – 505 55 97 75

