მარტვილში საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი გარბენი მოეწყო

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი გარბენი მოეწყო.

მარტვილის მუნიციპალკიტტის მერიის ინფორმაციით, სპორტულ ღონისძიებაში მონაწილე სპორტსმენებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სერტიფიკატები გადაეცათ. საერთაშორისო ოლიმპიური დღე, რომელიც კომიტეტის დაფუძნების თარიღს უკავშირდება, 1948 წლიდან ყოველი წლის 23 ივნისს აღინიშნება.