26 მაისის ღონისძიებების პროგრამა მარტვილში

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, მარტვილში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება.

იხილეთ 26 მაისის პროგრამა:

09:00 საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში.

11:00 ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობა.

11:30 მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტების გვირგვინებით შემკობა. ლიტერატურული კომპოზიცია.

12:00 – 14:00 სპორტული აქტივობები: ძიუდო, ტანვარჯიში, მინიფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, სოფელ სერგიეთის საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე საფეხბურთო ტურნირი.

14:00 ადგილობრივი გასტრონომიული ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

14:00 მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი, ქ. მარტვილი ცენტრში, ღია სივრცეში.

14:00 – 17:00 საბავშვო სივრცე, ასფალტზე ხატვა; თოჯინების თეატრი და ბერიკები;

16:00 მარტვილის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი. შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავჯდომარის მილოცვა.