- მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილში, გელა ჭედიას ქუჩის საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზაზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოების ღირებულება 605 510 ლარს შეადგენს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

