მარტვილის მერიაში სტიქიასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის წარმომადგენლებთან და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან, სტიქიასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ მერის წარმომადგენლებს სტიქიის კომისიის გადაწყვეტილება გააცნო. სტიქიის შედეგად დამდგარი ზარალის შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს ზიანი კომპენსაციის სახით შესაბამისი თანხებით აუნაზღაურდებათ.

მთავრობის განკარგულებით 171 ბენეფიციარის დასახმარებლად 96 000 ლარი, ხოლო სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღსადგენად 80 000 ლარი გამოიყო. ეტაპობრივად, ზარალი სტიქიით დაზარალებულ ყველა მოქალაქეს აუნაზღაურდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *