ნოღის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ნოღაში, ნოღის ციხემდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგება ცემენტო-ბეტონის საფარით 2 218 მეტრზე. ასევე მოხდება ლითონის მილების, მილხიდების, ცხაურების და ბეტონის სათავისების მოწყობა. პროექტი გარდამავალია სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ხურცილავამ დაათვალიერეს.

ინფორმაციისთვის: გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 829 506 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს კი შპს „კოლხიდა“ ახორციელებს.