მარტვილში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება-მერია

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება. იყრება ტექნიკური მარილი.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო პროცესში აქტიურად არის ჩართული საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობის ცენტრი“.

გზების გაწმენდით სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ადგილზე გაეცნო.

თოვლის საფარისგან იწმინდება სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელები, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *