მარტვილში ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარგმარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროში ანა ცანავა და ჰიბრიდული ომების მკვლევარი დავით ძიძიშვილი უძღვებოდნენ.

შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე ა(ა)იპების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *